დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.010.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №236
2004 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით (სსმ III, №22, 2004 წლის 1 მარტი, მუხ. №207) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-18 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);“.
2. დებულების 21-ე პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების (მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის, აგრეთვე საზოგადოებასთან საერთაშორისო ურთიერთობების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგოდერეფნების უსაფრთხოების ღონისძიებების, სტრატეგიული პროექტებისა და სამინისტროს საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კოორდინაცია, აგრეთვე სამინისტროში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ადმინისტრაციის კომპეტენციაა სამინისტროს დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება, ოპერატიული ქვედანაყოფების საქმიანობის სამეცნიერო და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შექმნა და მოდერნიზაცია; სამინისტროს ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება; სამინისტროს სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სატელეკომუნიკაციო (ღია თუ ფარული) მომსახურება, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“ კავშირით უზრუნველყოფა; სამინისტროს ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება; საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევების განხორციელება;“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები