დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული და საქალაქო სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №381 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.080.05.002.002984 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
2004 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული და საქალაქო სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №381 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული და საქალაქო სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №381 ბრძანებულებით (სსმ III, №30(37), 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი №542) დამტკიცებულ თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I. თავმჯდომარის აპარატი
1. თავმჯდომარის აპარატის უფროსი (განყოფილების უფროსი) – 1
2. თავმჯდომარის თანაშემწე (ერთ-ერთი კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანაშემწე) – 1
3. პირადი მდივანი (წამყვანი სპეციალისტი) – 2
4. რეფერენტი – 1
5. პრესმდივანი (კონსულტანტი) – 1“;
ბ) III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„III. კოლეგიების და პალატების (მოსამართლეთა) აპარატი
– სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია
1. თანაშემწე – 6
2. სხდომის მდივანი – 4
– სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
1. თანაშემწე – 12
2. სხდომის მდივანი – 8
– ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია
1. თანაშემწე – 6
2. სხდომის მდივანი – 4
– სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა
1. თანაშემწე – 12
2. სხდომის მდივანი – 8
– სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა
1. თანაშემწე – 12
2. სხდომის მდივანი – 8
– ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა
1. თანაშემწე – 6
2. სხდომის მდივანი – 4
– საგამოძიებო კოლეგია
1. თანაშემწე – 5
2. სხდომის მდივანი – 3“;
გ) V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„V. საერთო განყოფილება
1. განყოფილების უფროსი – 1
– სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 1
– სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 1
– ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 1
– სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპე-ლაციო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 2
– სისხლის სამართლის სააპელაციო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 2
– ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის სააპელაციო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 2
– საგამოძიებო საქმეთა კანცელარია
1. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
– ექსპედიცია
1. ექსპედიციის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1
2. წამყვანი სპეციალისტი – 3
– არქივი
1. არქივის გამგე (მთავარი სპეციალისტი) – 1“;
დ) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VI. მოქალაქეთა მისაღები
1. მისაღების უფროსი (უფროსი კონსულტანტი) – 1
2. კონსულტანტი – 3
– საშვთა ბიურო
1. ბიუროს უფროსი (უფროსი კონსულტანტი – დამხმარე მოსამსახურე) – 1
2. ინსპექტორი (დამხმარე მოსამსახურე) – 1“;
ე) IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„IX. ტექნიკური მომსახურების განყოფილება
1. განყოფილების უფროსი – 1
2. ქსელის ადმინისტრატორი (უფროსი კონსულტანტი) – 1
3. მბეჭდავ-ოპერატორი (დამხმარე მოსამსახურე) – 4“;
ვ) X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„X. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება
1. განყოფილების უფროსი – 1
2. მთავარი სპეციალისტი – 1
3. მთავარი ბუღალტერი – 1
4. ბუღალტერ-ეკონომისტი – 1
5. მოლარე – 1
6. წამყვანი სპეციალისტი – 4
7. დამლაგებელი (დამხმარე მოსამსახურე) – 4
8. დარაჯი (დამხმარე მოსამსახურე) – 4
9. მძღოლი (დამხმარე მოსამსახურე) – 2“;
ზ) ბოლო სიტყვები „სულ – 143“ შეიცვალოს სიტყვებით „სულ – 171“.
2. ამ ბრძანებულებით გამოყოფილი დამატებითი საშტატო ერთეულების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები