დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2746 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022938 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2746
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 9 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები