დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022937 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2745
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვიდან და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 1677 .00 (ერთი ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი) ლარით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები