დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2744 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022936 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2744
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ლოპოტა ტურ სერვისს“ (ს/კ: №431165972) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით − 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარად, სარგებლობაში გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე 54984.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.040).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს:
ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, ყოველი საიჯარო წლის პირველი თვის ბოლოს;
ბ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე შპს „ლოპოტა ტურ სერვისის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №57.99.51.012; №57.99.51.013; №57.99.51.023; №57.99.51.028) განთავსებულ სასტუმრო-კომპლექსში არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 428 785 (ოთხას ოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდახუთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლოპოტა ტურ სერვისს“ (ს/კ: №431165972).
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები