„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016717
216
18/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010340000.22.027.016717
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №216

2017 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“ ქვეპუნქტი:

„ჰ7) მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ26“ - „ჰ33“ ქვეპუნქტები:

26) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრა;

27) ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესები;

28) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები;

29) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესი;

30) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმა და წესი;

31) წამლის გვერდითი მოქმედების შესახებ სამკურნალო ქსელიდან ინფორმაციული ნაკადის ფორმირების წესი;

32) დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და შემოწმების წესი;

33) ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი და სტანდარტები.“;

გ) მე-16 პუნქტის:

გ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მინიჭებასთან (გრიფირებასთან) და ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესთან დაკავშირებული საკითხები; საჯარო სკოლებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი; საჯარო  სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული  შრომითი ხელშეკრულების პირობები;“;

გ.ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ძ“ – „ხ“ ქვეპუნქტები:

„ძ) პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი;

წ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები;

ჭ) სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებთან, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან, სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დროს და ხანგრძლივობის, ასევე გამონაკლისი შემთხვევების დადგენასთან დაკავშირებული საკითხები;

ხ) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი.“;

დ) მე-17 პუნქტის:

დ.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შემაკავებელი ორდერის, აგრეთვე შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების ფორმის ოქმის ფორმები, მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;“;

დ.ბ) „ჰ16“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ17“ – „ჰ19“ ქვეპუნქტები:

„ჰ17) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი;

18) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესები;

19) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია.“;

ე) მე-19 პუნქტის:

ე.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი;

გ) პენიტენციური დაწესებულების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა;“;

ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრის განსაზღვრა და დანიშვნის წესი;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების განსაზღვრა;

ე.დ) „ი“ „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ;“;

ე.ე) „კ“ და ლ“ „ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, პენიტენციური დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი;

ლ) მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესი;“;

ე.ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ – „ს“ ქვეპუნქტები:

„მ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესი;

ნ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრა; მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი;

ო) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესი;

პ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმა და წესი;

ჟ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები, პენიტენციურ  დაწესებულებაში  პრევენციული მომსახურების პაკეტი და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა;

რ) თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქცია;

ს) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმები.“;

ვ) 211 პუნქტის:

ვ.ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თავშესაფრის პროცედურა;

თ) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი;“;

ვ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი;

„კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის კვებით და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესი.“;

ზ) 22-ე პუნქტის:

ზ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება;“;

ზ.გ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება;“;

ზ.ე) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“-„ჯ“ ქვეპუნქტები:

„ჭ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანება;

ხ) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება;

ჯ) „თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვის წესისა და პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროფესიული, სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების წესები;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) იურიდიული პირის დაფუძნებასთან, დაფინანსებათან, რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:

„ქ) გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულება/წესი და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი