სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022929
  • Word
54
13/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
000000000.00.003.022929
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №54

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №5/66160 გადაწყვეტილება, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში 192.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე არსებული 47.70 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №24.06.34.207.01.501) და სარდაფის სართულზე არსებული 48.36 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №24.06.34.207.01.502) ფართების, მათზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი