დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2017 წლის განმავლობაში შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022925 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №36
2017 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2017 წლის განმავლობაში შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საწვავი ყოველთვიურად - 1500 ლიტრი;
ბ) საკომუნიკაციო ხარჯი ყოველთვიურად - 1000.0 ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები