საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

  • Word
საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022915
  • Word
27
11/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
000000000.00.003.022915
საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №27

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და , მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №382 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 166.1 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო მმართველობის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობის, ევროკავშირის ინტეგრირებულ საზღვაო პოლიტიკასთან დაახლოებისა და ქვეყანაში საზღვაო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, დამტკიცდეს საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

   ეკატერინე გრიგალავა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

 არჩილ ყარაულაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

 რევაზ ასათიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

 დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

 ირაკლი მატკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

 ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 დათო ნიკოლეიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

 ლელა ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

 ილია ელოშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

 ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

 ბესიკ ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;

 ვახტანგ ჯგუბურია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

 2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი კომისიის შექმნის მიზნით, საზღვაო მმართველობის სფეროში ინტეგრირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების ჩამონათვალისა და მათი კომპეტენციების განსაზღვრა, ასევე კომისიის დებულებისა და დღის წესრიგის პროექტის მომზადება;

ბ) ევროკავშირის საზღვაო მმართველობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის იმ სტრუქტურების იდენტიფიცირება, რომლებთანაც საქართველომ სამომავლოდ უნდა ითანამშრომლოს საზღვაო მმართველობის სფეროში ინტეგრირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში;

გ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვაო მმართველობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი იმ სტრუქტურების იდენტიფიცირება, რომლებთანაც უნდა ითანამშრომლოს საქართველომ  გამოცდილების გაზიარების მიზნით.  

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                             გიორგი კვირიკაშვილი