საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022912
  • Word
23
11/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
000000000.00.003.022912
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №23

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის (პროგრამული კოდი: 37 03) „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 02), „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამითა (პროგრამული კოდი: 37 03 03) და „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 06) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე- 11 − მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი