დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022911 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №22
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში“ − ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტის (ექსპერტების) სასამართლო პროცესში მონაწილეობის, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 1 349 200 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაცხრა ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები