„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022910
21
11/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
000000000.00.003.022910
„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №21

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

„Raiffeisen Bank International AG“-სა და საქართველოს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მორიგების თანხის მესამე ტრანშის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 10 000 000.0 (ათი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი