ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016302
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
16/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010250050.35.166.016302
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2017 - 17/02/2017)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2017 წლის 16 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე, 205-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების)  გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 1 თებერვლის   №5  დადგენილება. (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge,  08/02/2016,  040170070.35.166.016254).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი



ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

1.    2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

2.   2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

3.   2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

4.   იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.

  2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.

მუხლი 3
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%.

2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.

 

  

მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს 

 საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის  ცხრილის შესაბამისად  ერთ ჰექტარზე  შეადგენს:

1. სათიბებზე – 20 ლარს;

2.საძოვრებზე – 16 ლარს;

3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს;

მუხლი 5
ამ  დადგენილების  მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის   ტერიტორიული  კოეფიციენტი შეადგენს 0.45 ლარს.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების   მიწაზე   ქონების  გადასახადი   (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ   დადგენილების  მე-5   მუხლში  მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე  – 0,24 ლარი)  წელიწადში შეადგენს  0.108 ლარს.
მუხლი 7
 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.