„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N01-121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N01-121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016158
01-9
17/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010240030.22.030.016158
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N01-121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-9

2017 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №01-121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №01-121 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016148)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი,   რომლის ძირითადი ამოცანებია: მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების გზების დაგეგმვა; ქვეყნის სუვერენიტეტისა   და   ტერიტორიული   მთლიანობის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის განხორციელების გზების დასახვა-კოორდინაცია; ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ და ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვა და განხორციელება.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა)  საგარეო  პოლიტიკის  სტრატეგიულ  დოკუმენტებში  ასახული  ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის  აქტუალური  მოვლენების  სისტემატური  ანალიზი,  მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო  პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება და მათი სისტემატური განახლება;

გ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული  მიზნებისა  და  პრიორიტეტული  ამოცანების  განსახორციელებლად სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

დ) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა;

ე) საქართველოს   ოკუპირებულ   რეგიონებში   და   მათ   გარშემო   მიმდინარე მოვლენების სისტემატური მონიტორინგი; ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;

ვ) კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების  დაგეგმვა- კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არაღიარების პოლიტიკა, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის  საერთაშორისო  მექანიზმების  შექმნა,  ლტოლვილთა  და  იძულებით გადაადგილებულ    პირთა    უსაფრთხო    და    ღირსეული    დაბრუნება,    ომით   გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა და ამ პროცესებში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა;

ზ) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და თანამოდერატორების გუნდთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდთან, კონფლიქტის თემაზე მომუშავე საერთაშორისო    პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია;

თ) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით პროაქტიური საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყნის დადებითი იმიჯის ფორმირების მიზნით პროაქტიური საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან,  ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან ურთიერთობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა;

ნ) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.“;

გ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) დებულების მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველო;

ბ) კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველო;“;

ე) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი  ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული        პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მსოფლიოში მიმდინარე  საქართველოსთვის აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადება;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების მონიტორინგი;

დ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების სისტემატური განახლება და საჭიროებისამებრ ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ვ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით  საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ინსტრუქციების შემუშავება შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად;

ზ) საზღვარგარეთ საქართველოს  დიპლომატიური  წარმომადგენლობების ცენტრალურ აპარატთან ანგარიშგების სისტემის, პერიოდულობისა და ფორმის განსაზღვრა;

თ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო  უწყებებიდან  ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში,  საგარეო  პოლიტიკის  პრიორიტეტული მიმართულებით  მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავება, სასაუბროებისა და სხვა მასალების მომზადება;

კ) საერთაშორისო  ორგანიზაციებსა  და  სხვადასხვა  სახის  საერთაშორისო ფორუმებში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება.

2. კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების სისტემატური მონიტორინგი; ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;

ბ)  კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების, ასევე ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათების და სხვა მასალების მომზადება;

გ) კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების დაგეგმვა- კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არაღიარების პოლიტიკა, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა და ამ პროცესებში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა;

დ) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ინფორმირების, ასევე კონფლიქტის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების მიზნით ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია შესაბამისი  დეპარტამენტების ჩართულობით;

ე) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების  მექანიზმების,  ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის,  ასევე  სხვა მექანიზმების,   ფორმატებისა  და  დიალოგის  არხების  ეფექტიანი  გამოყენებისა  და  მათ მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების კოორდინაცია შესაბამის უწყებებთან;

ვ) საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით არსებული რისკების შეფასება, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად რეაგირება და შედეგების მონიტორინგი;

ზ) ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების  გაღრმავების,  აგრეთვე  ამ  პროცესში  საერთაშორისო  ორგანიზაციების ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან და უწყებებთან;

თ) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და თანამოდერატორების გუნდთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდთან, კონფლიქტის თემაზე მომუშავე საერთაშორისო   პარტნიორებთან   და   არასამთავრობო ორგანიზაციებთან  მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია;

ი) კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სასაუბროების, სამინისტროს ხელმძღვანელობის გამოსვლებისა და საჯარო გზავნილების, სამინისტროს განცხადებების, აგრეთვე განხორციელებული ქმედებებისა და შეხვედრების შესახებ ანგარიშების, პრესრელიზების და სხვა მასალების მომზადება.

3. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით სამინისტროს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და მისი პერიოდული განახლება;

ბ) სამინისტროს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის საფუძველზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან  კოორდინაციის  მეშვეობით  მათი  განხორციელება  და  გეგმების შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელების დროული ინფორმირება;

გ) პოლიტიკის კომუნიკაციის მიზნით,  საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით მათი საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და შესაბამისი პოლიტიკური გზავნილების ასახვა ოფიციალურ სასაუბროებში, გამოსვლებში, ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში;

ე) ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასალების მომზადება და კამპანიების დაგეგმვა;

ვ) ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი;

თ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებებით საქმიანობის შესახებ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, მისი დამუშავება და სისტემატიზაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან ურთიერთობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;

მ) შემუშავებული დოკუმენტების სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 17 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი