დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022901 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №13
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული 14 (თოთხმეტი) ერთეული, ჯამში – 37.3967 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 279 139 (ორას სამოცდაცხრამეტი ათას ას ოცდაცხრამეტი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მზიან მოსავალს“ (ს/კ: №405105005).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ერთწლიანი კულტურ(ებ)ის მოყვანა;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საირიგაციო სისტემას, შიდა გზებს და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მდებარე 7363 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №80.04.63.567) არანაკლებ 360 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება, აღჭურვა (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საკვები პროდუქტის გადამამუშავებელი და სამაცივრე დანადგარ(ებ)ით აღჭურვას) და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 560 000 (ხუთას სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №3 დანართის შესაბამისად;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვეში, 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მზიან მოსავალს“ (ს/კ: №405105005) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული 5 (ხუთი) ერთეული, ჯამში – 12.3752 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 8663 (რვა ათას ექვსას სამოცდასამი) ლარად.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემული ქონების სარგებლობის პირობებად განისაზღვროს:
ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის – 8663 (რვა ათას ექვსას სამოცდასამი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ერთწლიანი კულტურ(ებ)ის მოყვანა;
ბ.ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საირიგაციო სისტემას, შიდა გზებს და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №3 დანართის შესაბამისად;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
5. შპს „მზიანი მოსავალი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„ბ“ და მე-4 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები