დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯონოული 1“-ისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022900 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №12
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯონოული 1“-ისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ჯონოული 1“-ს (ს/ნ: 442570629) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარად აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ (ს/ნ: 405043297) და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/ნ: 205170036) შორის 2015 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 1“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 128 200 (ას ოცდარვა ათას ორასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯონოული 1“-ს (ს/ნ: 442570629).
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ (ს/ნ: 405043297) და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/ნ: 205170036) შორის 2015 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 1“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები