დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022897 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 9
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
1. „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის IV თავის (სტრატეგიის მიზნები) პირველი პუნქტისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) IV თავის (ჩართულობის ინსტრუმენტები) პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები