დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022895 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №7
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ (ს/კ: 405158804) 2017 წლის 20 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებებისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების ანაზღაურების მიზნით, განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 05 02) 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები