დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016761 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016535) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის/უსფართხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, არაუმეტეს 90 დღისა, ხოლო დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.“. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან ვადის გაგრძელების თაობაზე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაერთხელ, თითოეული არაუმეტეს 90 დღისა, ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები