„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 120070010.22.038.016763
5
25/01/2017
ვებგვერდი, 26/01/2017
120070010.22.038.016763
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №5

2017 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2013, 120070010.22.038.016154) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: 

„11. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი შემოწმება შეიძლება აწარმოოს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 40. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების ვადები

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დადებულi უნდა იქნეს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა იმ დღიდან, როდესაც გადაცდომის შესახებ ცნობილი გახდა დეპარტამენტისათვის. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეპარტამენტის დირექტორის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება ამ წესის 35-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე ჩატარებულ სამსახურებრივ შემოწმებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი