ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
16/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
200140030.35.166.016301
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2017 - 17/02/2017)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 16 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების შესაბამისად,

მუხლი 1
განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.

1. ცენტრალური ზონა - შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, აღმაშენებლის ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კოსტავას ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთიდან თაყაიშვილის ქუჩის №1-მდე, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე, 9 აპრილის ქუჩა.

2. შუალედური ზონა - შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: ფურცელაძის ქუჩა,  ბელიაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, დუმბაძის, ტაბიძის, ნინოშვილის, კეცხოველის, ერეკლე II-ის, ბარათაშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, გამსახურდიას, სააკაძის, კარდენახის, თუმანიშვილის, მაჩაბლის,  ქეთევან წამებულის, პაიჭაძის, ასათიანის, გაბაშვილის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, კუკური ქოროღლიშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან.

3. პერიფერიული ზონა - მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.

მუხლი 2
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:

      CN = IMG X ITL X C X K,  სადაც:

      1. CN  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

      2. IMG  არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;

      3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;

      4. C  არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;

      5. არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 3
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45.
მუხლი 4
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს:

    1. ცენტრალური ზონისათვის - 1,3;

    2. შუალედური ზონისათვის -1,0;

    3. პერიფერიული ზონისათვის - 0,7.

მუხლი 5
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24.
მუხლი 6
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 70.
მუხლი 7
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის: 

      1. ცენტრალური ზონა - 9,83 ლარი.

      2. შუალედური ზონა - 7,56 ლარი.

      3. პერიფერიული ზონა - 5,292 ლარი.

მუხლი 8
მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 3,78 ლარს.
მუხლი 9
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 1,89 ლარს.
მუხლი 10
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თანდართული ნუსხით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 3,78 ლარს.
მუხლი 11
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 1 თებერვლის  №6 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 08/02/2016   200140030.35.166.016255)
მუხლი 12
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი