„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016619
34
25/01/2017
ვებგვერდი, 26/01/2017
140130000.22.034.016619
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 34

2017 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა-გრაფიკი წარუდგინოს მინისტრს;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ახორციელებს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების ხარისხის შიდა შეფასებას;“.

4. მე-12 მუხლის:

) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუდიტორული შემოწმების სამმართველო;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. აუდიტორული შემოწმების სამმართველო

1. აუდიტორული შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  (შემდგომში – აუდიტის ობიექტი) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას აუდიტორული შემოწმების სამმართველო უფლებამოსილია:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა;

ე) შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.

6. 131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოწმება ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური გეგმის საფუძველზე.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი წერილობით ატყობინებს აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყების შესახებ, აცნობებს ჯგუფის შემადგენლობას, აუდიტის საგანს, მასშტაბს, მიზანს და  აუდიტორული შემოწმების ვადას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი