ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.170.016002
  • Word
4
06/01/2017
ვებგვერდი, 16/01/2017
000000000.00.170.016002
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №4

 

2017 წლის 6 იანვარი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თაბუკაშვილის, კიკალიშვილის, ლაღიძის და გრიგოლ ქობალიას ქუჩის მცხოვრებლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის სიმა ლატარიას განცხადება, რომლის თანახმად საინიციატივო ჯგუფი, რომლის ძირითადი ნაწილი შედგება ქალაქ ზუგდიდის თაბუკაშვილის, კიკალიშვილის, ლაღიძის და გრიგოლ ქობალიას ქუჩის მცხოვრებლებისაგან , შემოვიდა ინიციატივით.   რამდენიმე წლის წინ ქ. ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა (თაბუკაშვილის ქ.) მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე დაყვეს სამ ნაწილად და შესაბამისად უწოდეს კიკალიშვილის, ლაღიძის და თაბუკაშვილის სახელები. ვინაიდან ქალაქში უკვე არსებობდა რევაზ ლაღიძის ქუჩა, მისი სახელის გადმოტანით ახსნეს ყოფილი ლაღიძის ქუჩისთვის გრიგოლ ქობალიას  სახელის  მინიჭება.  საინიციატივო  ჯგუფის  თხოვნაა,  აღდგეს  ადრე  არსებული  სახელი  და თაბუკაშვილის ქუჩა ეწოდოს ზემოთხსენებულ ქუჩას მთლიანად და ასევე დაუბრუნდეს უდიდესი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სახელი ამჟამად გრიგოლ ქობალიას სახელობის ქუჩას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 13 სექტემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1.    ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კიკალიშვილის, რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩები გაერთიანდეს და მიენიჭოს რევაზ თაბუკაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად (დანართი №1).

2.    გრიგოლ ქობალიას ქუჩას გადაერქვას სახელწოდება და მიენიჭოს რევაზ ლაღიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად (დანართი №2).

3.    განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   მერიაში, სსიპ –  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.


4.    ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების        (არსებობის    შემთხვევაში),            ცნობარების   და       სხვ.            დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

5.    განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

6.    განკარგულება   მისი   მიღებიდან   10   დღის   ვადაში   გამოქვეყნდეს   „საქართველოს საკონონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

7.    განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს   გაცნობის   დღიდან   ერთი   თვის   ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ზუგდიდი, რევაზ თაბუკაშვილის  ქუჩა 12 (ყოფილი გრ. ქობალიას ქუჩა 12)).

 

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                გიორგი თოდუა