„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 09/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019717
9
13/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
010240030.10.003.019717
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, №54, 25/05/2004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის ქვეპუნქტის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.კ) სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.

2.  41 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) კომპეტენციაა:

ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით,  საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად,  სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

ზ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების (მათ შორის,  ლექსიკოგრაფიული პროგრამების) შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;

ი) ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთის ქვეყნებში  განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება;

კ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

მ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-2 პუნქტი „ნ“ ქვეპუნქტი  და მე-9 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

კ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;

ლ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;

მ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ო) სამინისტროს ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი;

პ) პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

ჟ) მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების მიმართულებით;

რ) პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების წარდგენა მინისტრისთვის;

ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ტ) სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 9 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი