„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016718
217
18/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010130000.22.027.016718
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №217

2017 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში (სსმ III, 05.10.2009, №120,  მუხ. 1388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის  ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა  და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ)  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა (დანართი №4);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის (დანართი №4): 

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტი“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირის  ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 32 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის №2252/2004 „წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.“.

გ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი:

„4. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემის შემთხვევაში პასპორტის პერსონალიზაციის დროს ნომერ მეოთხე გვერდზე დაიტანება მფლობელის სტატუსის შესახებ მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული, ამავე დანართით დამტკიცებული დასაკრავი ქაღალდის (შემდგომ – სტიკერი) სახით, რომელიც  წარმოადგენს პასპორტის განუყოფელ ნაწილს.  სტიკერის მდებარეობა უნდა იყოს პასპორტის ნომერ მეორე გვერდის ანალოგიური მიმართულებით, ისე რომ ტექსტი იკითხებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ.“;

დ) 71  მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72  მუხლი:

,,მუხლი 72. სტიკერის ფორმა,  აღწერილობა და შევსების წესი

1. სტიკერი წარმოადგენს 74 მმ X 105 მმ ზომის (format B) მართკუთხა ფორმის თვითწებად ქაღალდს, რომელშიც არის პოლიკარბონატის ხაზოვანი და წერტილოვანი ჩანართები, რომლებიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებენ სხვადასხვა ფერად. ქაღალდი დაფარულია ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით. გილიოშის დეკორში ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩასმულია 20 მმ დიამეტრის ჰოლოგრამული ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად განლაგებულია წარწერები ორ ენაზე ქართულად – „საქართველო“ და  ინგლისურად – „GEORGIA“. ფონი წარმოადგენს ღია ყვითელისა და ღია ვარდისფერის მონაცვლეობას (ირისი, ფერთა შემდეგი მონაცვლეობით: ყვითელი – ვარდისფერი – ყვითელი).

2. სტიკერი შეიცავს ინდივიდუალურ ნომერსა და შტრიხკოდს. ინდივიდუალური ნომერი  შესრულებულია წითელი საღებავით, რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას. სტიკერზე ნომერთან ერთად დატანილია მისი შესაბამისი შტრიხკოდი (ბარკოდი), რომლიდანაც შტრიხკოდების წამკითხავის საშუალებით იკითხება სტიკერის ინდივიდუალური ნომერი. ინდივიდუალური ნომერი და შტრიხკოდი მდებარეობს სტიკერის მარცხენა ქვედა კუთხეში.

3. სტიკერის ინდივიდუალური ნომერი შედგება ორი კომპონენტისგან სერიისა და რიგითი ნომრისაგან. სტიკერის ინდივიდუალური ნომრის სერიად გამოიყენება ლათინური ანბანის ერთი ასო-ბგერა, რომელიც იწყება კომბინაციით „A”, ხოლო რიგით ნომრად – არაბული ციფრების მეშვეობით გენერირებული ხუთნიშნა რიცხვი, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს 00001-დან და დასრულდეს – 99999-ით. სტიკერის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში არის შემდეგი სახის: A00000.

4. სტიკერის ინდივიდუალური ნომრის სერიის დიაპაზონია (A-Z). ინდივიდუალური ნომრის კონკრეტულ სერიაში (მაგალითად: „A“) რიგითი ნომრის მაქსიმალური რიცხვის (99999) დაფიქსირების შემდეგ განხორციელდება სერიის ცვლილება, სერიის მეორე ასობგერის ცვლილებით ლათინურ ანბანში ასო-ბგერების თანმიმდევრობის გათვალისწინებით (მაგალითად: სერია „A“ შეიცვლება სერიით „B“).

5. სტიკერი ორენოვანია. ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილი სტიკერის რეკვიზიტებია:

ა) სამგზავრო პასპორტის ნომერი;

ბ) მფლობელის სახელი;

გ) მფლობელის გვარი;

დ) მფლობელის პირადი ნომერი;

ე) სტიკერის ინდივიდუალური ნომერი.

6. სტიკერზე მფლობელის პირადი ნომრის შემდეგ ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადება: „წარმოადგენს ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს საქართველოში“.

7. სტიკერის ინდივიდუალური ნომრის გარდა, ყველა რეკვიზიტის დატანა ხდება პერსონალიზაციის დროს. პერსონალიზაცია ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.

8. სტიკერში მფლობელის სახელი და გვარი მიეთითება პასპორტში მითითებული სახელისა და გვარის ანალოგიურად.“;

ე)  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის შემდეგ დაემატოს სტიკერის ფორმა:

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი