დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016719 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის: უ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება; უ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა; უ.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.“. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემის/გაუქმების/მოქმედების შეჩერების, ასევე პირადი ნომრის გაუქმების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები