„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016720
219
18/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
040030000.22.027.016720
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №219

2017 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებული დებულების:

1.  მე-4  მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;“.

2. 27- მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი