„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016721
220
18/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010130000.22.027.016721
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №220

2017 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო 

ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეგისტრაცია“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით განსაზღვრული ზოგადი წესის შესაბამისად, ხოლო, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მისამართი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება მისამართზე ამ ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის წესები.“.

3. 24- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

2. პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა – საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.“.

4. 25-მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობა, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობა.“.

5. 26-ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა.“.

6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები.“.

7. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და საერთაშორისო დაცვის  მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად – სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.“.

8. 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით საერთშირისო დაცვის მქონე პირი წარადგენს 2 ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით და საერთშირისო დაცვის ფარგლებში მინიჭიებული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.’’;

9. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქალაქეობა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გრაფაში „მოქალაქეობა“ აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში „მოქალაქეობა“ ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში კი „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად;“.

10. 32-ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და ბინადრობის მოწმობას გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე  (გარდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა) დროებით ბინადრობის მოწმობას მომსახურების/ დაჩქარებული მომსახურების საფასურის გარეშე გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

11. 33-ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი ბინადრობის მოწმობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გაიცემა ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობა – 5 წლის ვადით.

4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა  შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით.“.

12. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ პირს შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსი;“.

13. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვან პირზე სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდამჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“;

14. 43–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“.

15. 46–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან  გაუუქმდა, შეუწყდა ან ჩამოერთვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი