„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი № 1-1/15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016484
№ 1-1/15
13/01/2017
ვებგვერდი, 16/01/2017
040030000.22.024.016484
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/15

2017 წლის 13 იანვრი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 21/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016474) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ან/და სხვა შემოსავლის წყაროს საშუალებით, საქართველოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების რეკლამა/პროპაგანდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.”;

ბ) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სახელმწიფოს ან/და კერძო სექტორის წამომადგენლების მიერ ორგანიზებული ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების  ხელშეწყობა, მათ შორის მათი დაფინანსების გზით. თითოეულ ღონისძიებაზე დაფინანსება გაიცემა საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.;“

გ) მე-4 მუხლის  მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მისი წარმოჩენის მიზნით, საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებისა და  ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების პროპაგანდა, დაგეგმილ პრეზენტაციებში, პრესკონფერენციებსა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებსა და მარკეტინგულ კამპანიებში შესაბამისი ინფორმაციის/რეკლამის ინტეგრირების გზით;".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 13 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია