„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-1
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016009
ნ-1
13/01/2017
ვებგვერდი, 16/01/2017
010240080.64.076.016009
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-1
2017 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და  აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.09.2016 წ., 010240080.64.076.016001) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 11. სპეციალისტი (იურისტი)

„ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ’’, საქართველოს კანონის „დაზღვევის შესახებ“ I და II თავები, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook), დოკუმენტბრუნვის და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის  ცოდნა.“.

 

2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. სპეციალისტი (ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების საკითხებში კონსულტაციების მიმართულება)

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება ფინანსების სპეციალობას და ამ სპეციალობაში მაღალ აკადემიურ ხარისხს);

ბ) აუდიტის ან საკონსულტაციო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავების, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC1), ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცოდნა;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე