დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 14/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/06/2004 - 27/06/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №216
2004 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს თეატრის დაფინანსება.
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, გორგასლის ქ. №1-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები