„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016765
7
25/01/2017
ვებგვერდი, 26/01/2017
100020020.22.038.016765
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №7

2017 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100020020.22.038.016555) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

მუხლი 111

1. მთავარის სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, მთავარი სამმართველოს №1, №2, №3, №4, №5 და №6 სამმართველოს მოსამსახურეებს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ შეიძლება დაუწესდეთ ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ერთი თვით ადრე უნდა იქნენ გაფრთხილებულები ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულების შესახებ.

3. შედეგის გაუმჯობესების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა ერთხელ გადააბაროს ფიზიკური მომზადების ნორმატივები, 10 კალენდარული დღის ვადაში.

4. ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაუბარებლობა შეიძლება გახდეს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი