დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016296 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.104.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 6899.7 ათ. ლარით; ა.ბ) საბრუნავი სახსრების ნაშთი – 361.4 ათასი ლარით; ა.გ) გადასახდელები – 7261.1 ათ. ლარით; ა.დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 3709,7 ათ. ლარით; ა.დ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 3531,7 ათ. ლარით; ა.დ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი – 178.0 ათ. ლარით; ა.დ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 0 ათ. ლარით; ა.ე) სარეზერვო ფონდი – 70.0 ათ. ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: |
ბ.ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ბ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.გ)
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 473,8 ათ. ლარის ოდენობით.
“; |
ბ.დ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 699,3 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 699,3 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30.0 ათ. ლარის ოდენობით.
“; |
ბ.ე)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ვ)
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -273,4 ათ. ლარის ოდენობით.“; |
ბ.ზ)
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -88,0 ათ. ლარის ოდენობით.“; |
ბ.თ)
მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათ. ლარის ოდენობით.“; |
ბ.ი)
მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,მუხლი 19. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები