დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 14/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №213
2004 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. დათხოვნილთა შეღავათები და ანაზღაურება
შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა) – გამოსასვლელი დახმარება უკანასკნელი 2 თვის ხელფასის ოდენობით. შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელსაც ნამსახურობის გამო (20 წელი და მეტი, მათ შორის შეღავათების გათვალისწინებით) ეკუთვნის პენსია, უფლება აქვს ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე და მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილები) ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით, აგრეთვე იმკურნალოს, დაისვენოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფასიან სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებზე, რისთვისაც მას ყოველწლიურად ეძლევა საგზურის საშუალო ღირებულების ფულადი კომპენსაცია, ხოლო ოჯახის წევრებზე – საგზურის ღირებულების 25 პროცენტი, იმის მიუხედავად, თუ სად არის იგი შეძენილი. თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომლებსაც ენიშნებათ პენსია, ეძლევათ შეღავათები მიწის, ბინის საცხოვრებელი ფართობის, კომუნალური მომსახურებისა და ტელეფონის გადასახადებზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები