დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017258 |
|
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში (სსმ, №148, 01/12/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა 1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქართულ ან აფხაზურ ენაზე შედგენილ წერილობით განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტს, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას; გ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე; ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე. 2. დაინტერესებული პირის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, შესაძლებლობის შემთხვევაში უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. აფხაზურ ენაზე შედგენილი განცხადების ქართულ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფს ცენტრი.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტის დადასტურების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციისაგან.“. 3. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები