„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016255
6
10/01/2017
ვებგვერდი, 12/01/2017
010250050.35.159.016255
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 10 იანვარი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 010250050.35.159.016223; 31/12/2015 წ.) დანართ 1-ში:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი