დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2737 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022882 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2737
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, 2016 წლის 3-4 დეკემბრის სტიქიის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 260 506 (ორას სამოცი ათას ხუთას ექვსი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები