„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022878
  • Word
2735
30/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
000000000.00.003.022878
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2735

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1345 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), 2016 წლის 23 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) გამოუყოს 1 635 000 (ერთი მილიონ ექვსას ოცდათხუთმეტი ათასი ) ლარი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5 . დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების და მასთან დაკავშირებული მომსახურებებ ის დაფინანსება 2017 წელს განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                   გიორგი კვირიკაშვილი