დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2733 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022875 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2733
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
პ რ ე მ იერ-მ ინ ისტრ ი გიორ გი კ ვირ იკ აშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები