„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016715
214
11/01/2017
ვებგვერდი, 12/01/2017
010340000.22.027.016715
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №214

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.06.2015წ., 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №4-ის − „საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეპარტამენტის უფროსი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • პროექტების მართვის გამოცდილება.

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები: 
  • „მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  • „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  • „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
  • „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
  • „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
  • „არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
  • „დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
  • „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
  • „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;

  • წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი  

http://www.cpt.coe.int/en/default.htm;

  • გენდერული თანასწორობის კომისია

http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;

  • ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;

  • ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp;

  • ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)

http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;

  • ევროკავშირის სააგენტოები:
  • ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის  განყოფილება (EUROJUST)

http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;

  • ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)

http://www.emcdda.europa.eu/

  • გენდერული თანასწორობის  ევროპული ინსტიტუტი (EIGE)

https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • პროექტების მართვის გამოცდილება.

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები: 
  • „მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  • „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  • „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
  • „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
  • „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
  • „არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
  • „დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
  • „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
  • „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
  • „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;

  • წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი

http://www.cpt.coe.int/en/default.htm;

  • გენდერული თანასწორობის კომისია

http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;

  • ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;

  • რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp.;

  • ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)

        http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;

  • ევროკავშირის სააგენტოები:
  • ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის  განყოფილება (EUROJUST)

http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;

  • ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)

http://www.emcdda.europa.eu/;

  • გენდერული თანასწორობის  ევროპული ინსტიტუტი (EIGE)

https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მრჩეველი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
  • „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია;
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები: 
  •  „მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  •  „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
  •  „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
  •  „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
  • ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
  • „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
  • „არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
  •  „დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
  • „ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;

  • წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი

http://www.cpt.coe.int/en/default.htm;

  • გენდერული თანასწორობის კომისია

http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;

  • ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;

  • რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp.;

  • ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)

http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;

  • ევროკავშირის სააგენტოები:
  • ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის  განყოფილება (EUROJUST)

http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;

  • ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)

http://www.emcdda.europa.eu/

  • გენდერული თანასწორობის  ევროპული ინსტიტუტი (EIGE)

https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“.

2. დანართი №8-ის − „ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − სისხლის სამართლის ან კარგი მმართველობის მიმართულებით და დასავლურ ქვეყნებში მიღებული მაგისტრის ხარისხი);
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია − სისხლის სამართლის ან კარგი მმართველობის მიმართულებით);
  • საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების გამოცდილება;  
  • პროექტების (მათ შორის, კვლევითი პროექტების) მართვის და კოორდინაციის გამოცდილება;
  • სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სტრატეგიული მნიშვნელობის კანონპროექტების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადების გამოცდილება;
  • სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადების გამოცდილება;
  • სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების შემუშავების გამოცდილება;
  • უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;
  • პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.

ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
  • „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (Rome Statute);
  • ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC);
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“;
  • სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებით დამტკიცებული კორუფციის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დებულება;
  • საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სახელმძღვანელო წესები;
  • საერთაშორისო ინიციატივა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)

http://www.opengovpartnership.org/;

  • ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;

  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN)

http://www.oecd.org/;

  • აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP)

http://www.coe.int/t/dgap/eap-facility/.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი