დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2702 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022879 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2702
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:
ა) ლიტერატურული თარგმანებისა და მათი გამოცემების ხელშეწყობისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგამომცემლო პროექტების ხელშეწყობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონებისა და ეროვნული პროგრამების და პროექტების წარდგენისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
დ) სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ თუ საგამომცემლო ღონისძიებასა და სემინარში ქართველი მწერლების, მთარგმნელების, ილუსტრატორების, გამომცემლების, კრიტიკოსების, ლიტერატურისა და კულტურის ჟურნალისტების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ე) 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტთან დაკავშირებით ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები