„მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022869
  • Word
2698
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
000000000.00.003.022869
„მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2698

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში მიღებულ საგადასახადო შემოსავლებზე დამატებით, ეტაპობრივად, არაუმეტეს 127 310 000 (ას ოცდაშვიდი მილიონ სამას ათი ათასი) ლარის მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადიდან, მათ შორის:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 120 000 000 (ას ოცი მილიონი) ლარისა;

ბ)  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 4 300 000 (ოთხი მილიონ სამასი ათასი) ლარისა;

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა;

დ) მესტიის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარისა;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

ვ) დმანისის მუნიციპალიტეტს  - არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარისა;

თ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს  - არაუმეტეს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ი) ბაღდათის მუნიციპალიტეტს  - არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი