„მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022868
  • Word
2697
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
000000000.00.003.022868
„მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2697

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ტექსტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტებს გამოუყოს     840 000 (რვაას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი.

3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

4. ცაგერის მუნიციპალიტეტს - 100 000 (ასი ათასი) ლარი.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 100 000 (ასი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი