შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე

  • Word
შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022867
  • Word
2696
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
000000000.00.003.022867
შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2696

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ საქართველოს მთავრობას, შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (111,000 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე, ახალი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაუბრუნდეს შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მის მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტია (111,000 აშშ დოლარის ოდენობით).

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი