დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2714 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022866 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2714
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე სესხის სახით გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;
დ) სესხის სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი წლის ბიუჯეტისა და მასში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების ძირითადი პარამეტრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება;
ე) მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები