საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2711
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022860
  • Word
2711
29/12/2016
ვებგვერდი, 16/01/2017
000000000.00.003.022860
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2711

2016  წლის  29  დეკემბერი  

ქ. თბილისი

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის  2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

1. „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).

2. სამოქმედო გეგმაში მითითებულ სამინისტროებსა და უწყებებს დაევალოთ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი