შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 05/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016444
18/198
19/07/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
480610000.03.030.016444
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“),

სჯერათ რა, რომ წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში,

მოქმედებენ რა საერთო სურვილით, განავითარონ და გააძლიერონ თანამშრომლობა შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში.

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლობენ შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში.

მუხლი 2

მხარეები გაცვლიან დოკუმენტაციას და ინფორმაციას, რომლებიც შეეხება ქვემოთ მითითებულ სფეროებში არსებულ კანონმდებლობასა და მასში შეტანილ ცვლილებებს და ნაცვალგების საფუძველზე მოახდენენ ექსპერტთა გაცვლას ორივე მხარის გამოცდილებით სარგებლობის მიზნით:

a)  შრომითი ურთიერთობები, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები, დავების გადაწყვეტა, ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ურთიერთობები, სოციალური დიალოგი და სამუშაო ნებართვები უცხოელთათვის;

b)  პროფესიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;

c) შრომის ინსპექცია, ახალი მიღწევები შრომის ინსპექციის სისტემაში, შრომის ინსპექციის ახალი მოდელები და პრევენციული ინსპექტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

d)  დასაქმება, დასაქმების პოლიტიკა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება, საჯარო და კერძო დასაქმების სააგენტოების მუშაობის მეთოდები, უმუშევართა შრომითი მოწყობა, პროფესიული გადამზადება და პროფესიული ორიენტაცია და შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი;

e)  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომითი ურთიერთობების სფეროში;

f)  პროფესიული სტანდარტების განსაზღვრა და პროფესიული კომპეტენციების განვითარება;

g) სოციალური დაცვა; სოციალური სადაზღვეო სისტემის ორგანიზება და ადმინისტრირება,  სოციალური დაზღვევის გამოცდილება;

h) საჯარო მოხელეთა მენეჯმენტი.

მუხლი 3

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოაყალიბონ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა.

ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ალტერნატიულად მოწვეული იქნება ყოველ 2 წელიწადში რომელიმე მხარის ქვეყანაში დიპლომატიური გზების მეშვეობით შეთანხმებულ დროს. საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან ორივე მხარის შეთანხმებით ჯგუფი შეიძლება მოწვეულ იქნეს 2 წლის ვადის გასვლამდეც.

მუხლი 4

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილნი არიან წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებაზე.

მუხლი 5

მხარეებმა წლის ბოლომდე უნდა შეატყობინონ ერთმანეთს დელეგაციის რაოდენობისა და ვიზიტის პროგრამის შესახებ, მომდევნო წლის ღონისძიებათა პროგრამის განსაზღვრის მიზნით შეთანხმების მე-2 მუხლში აღნიშნული ექპერტების გაცვლასთან დაკავშირებით.

ინფორმაციისა და ექსპერტთა გაცვლის საკითხებზე თანამშრომლობის განხორციელების კოორდინაციას საქართველოს მხრიდან გაუწევს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს საგარეო ურთიერთობებისა და საზღვარგარეთ დასაქმებულ მუშაკთა მომსახურების გენერალური დირექტორატი.

მუხლი 6

დელეგაციების ვიზიტის დროს წარმოშობილი ცხოვრების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს გაიღებს გამგზავნი მხარე, თუ მხარეებს შორის სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული.

მუხლი 7

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ერთი წლის განმავლობაში და განახლდება ავტომატურად, თუ არც ერთი მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე სამი (3) თვით ადრე მაინც არ შეატყობინებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ მის განზრახვას.

წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა არ მოახდენს გავლენას მიმდინარე ან შესრულებულ აქტივობებსა და პროექტებზე.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილია ორ დედნად ქ. ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

 

 

 

 

დავით სერგეენკო

შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრი

 

თურქეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

 

 

 

სულეიმან სოილუ

შრომისა და სოციალური

უსაფრთხოების მინისტრი