დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2709 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022858 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2709
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად:
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის სახელმწიფო შესყიდვა 1 270 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 დეკემბრის №2595 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები