საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2706
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022855
  • Word
2706
29/12/2016
ვებგვერდი, 16/01/2017
000000000.00.003.022855
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2706

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში მომზადების ან/და ამ ღონისძიებებში შეუფერხებლად მონაწილეობისათვის, საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  შესახებ საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო), 2017 წელს სააგენტოს პროგრამებით დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების, კონკურსების, სავაჭრო მისიების და სხვა სოციალური თავშეყრის ღონისძიებების ფარგლებში (სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული მასალების დამზადება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებში - მათ შორის, ტელევიზიებში, რადიოში, გარე რეკლამის საშუალებებში, ბანერებზე, ბილბორდებზე, ინტერნეტში, საერთაშორისო და ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსება, სხვადასხვა სახის საინფორმაციო პროდუქციის ბეჭდვა, პრეზენტაციების და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე საკონსულტაციო და მარკეტინგული მომსახურება, სპეციალური სასწავლო კურსების, ტრენინგების და პროგრამების ორგანიზება, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საერთაშორისო ტრეიდერებთან პირდაპირი კავშირის დამყარება) საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი