სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედექსპერტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედექსპერტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022847
  • Word
2676
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
000000000.00.003.022847
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედექსპერტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2676

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედექსპერტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალაქ თბილისში, გუდამაყრის შესახვევი №2-ში (ნაკვ. 04/012) მდებარე შენობა-ნაგებობა №1-№5-№6-ის სარდაფის ნაწილი 706.60 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №5-№6-ის II სართულზე 393.05 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.12.07.004.012) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მედექსპერტს“ (ს/კ: 205042238).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში ან მის ნაწილში სამედიცინო პროფილის მქონე დაწესებულების ფუნქციონირების დაწყება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 20 (ოცი) წლის განმავლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაში ან მის ნაწილში სამედიცინო პროფილის მქონე დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი